თბილისური მოდა

თბილისის მოსახლეობამ იცის რაღაც ერთის ამოჩემება, ან ალბათ უფრო ერთმანეთის მიბაძვა, რადგან როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ზოლიანი მაისურები ამოიჩემოს ან ყველას ერთ დღეს მოეწონოს რეიბანის სათვალე?! ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს შანელის ჩანთა (რა თქმა უნდა ჩინური) და ყველამ ერთად გამოიწეროს პარიზული ბენსიმონი?!
საერთოდ, ყოველ დღე მაოცებს თბილისის მოდა… ერთი მხრივ კარგია ის, რომ ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ დანარჩენი მსოფლიოს რიტმს და არ ჩამოვრჩეთ ევროპელებს (მხოლოდ ჩაცმის სტილს ვგულისხმობ და იმასაც ნაწილობრივ)… რასაკვირველია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ვთვლი, რომ “წინგადადგმული ნაბიჯია” ის, რომ პარიზში და ჩვენთან – შორეულ კავკასიაში, თითქმის ერთდროულად დაიკიდეს “შანელის” ჩანთები, ერთად ჩაიცვეს ბენსიმონები, ტყავის ქურთუკები და სხვა… მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც ვფიქრობ, გასათვალისწინებელია: საქმე ის არის, რომ ჩვენი მშობლიური თბილისი გაცილებით უფრო პატარა ქალაქია ვიდრე ვთქვათ – პარიზი და აქ ბევრად უფრო თვალშისაცემია “ერთნაირი ხალხი” უფრო სწორად, ერთნაირი სტილის ხალხი და “შანელის” ჩანთებს რას ვჩივი, ამ ზოლების გადამკიდე ხანდახან თავი პატიმრების გარემოცვაში მგონია.
  მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი.
ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებასucnauri.com

No comments:

Post a Comment