Thursday, December 6, 2012

თბილისური მოდა


თბილისის მოსახლეობამ იცის რაღაც ერთის ამოჩემება, ან ალბათ უფრო ერთმანეთის მიბაძვა, რადგან როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ზოლიანი მაისურები ამოიჩემოს ან ყველას ერთ დღეს მოეწონოს რეიბანის სათვალე?! ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს შანელის ჩანთა (რა თქმა უნდა ჩინური) და ყველამ ერთად გამოიწეროს პარიზული ბენსიმონი?!
საერთოდ, ყოველ დღე მაოცებს თბილისის მოდა… ერთი მხრივ კარგია ის, რომ ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ დანარჩენი მსოფლიოს რიტმს და არ ჩამოვრჩეთ ევროპელებს (მხოლოდ ჩაცმის სტილს ვგულისხმობ და იმასაც ნაწილობრივ)… რასაკვირველია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ვთვლი, რომ “წინგადადგმული ნაბიჯია” ის, რომ პარიზში და ჩვენთან – შორეულ კავკასიაში, თითქმის ერთდროულად დაიკიდეს “შანელის” ჩანთები, ერთად ჩაიცვეს ბენსიმონები, ტყავის ქურთუკები და სხვა… მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც ვფიქრობ, გასათვალისწინებელია: საქმე ის არის, რომ ჩვენი მშობლიური თბილისი გაცილებით უფრო პატარა ქალაქია ვიდრე ვთქვათ – პარიზი და აქ ბევრად უფრო თვალშისაცემია “ერთნაირი ხალხი” უფრო სწორად, ერთნაირი სტილის ხალხი და “შანელის” ჩანთებს რას ვჩივი, ამ ზოლების გადამკიდე ხანდახან თავი პატიმრების გარემოცვაში მგონია.
  მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი.
ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებასucnauri.com

მოდა



gogona.ge


























რა არის მოდა?


მოდა — (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.